ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, აგრეთვე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში. მონაცემების მიხედვით, კაცების საშუალო ხელფასი კვლავ აღემატება ქალების საშუალო ხელფასს.

საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარია
საქსტატის ცნობით საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარიაბათუმელები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა.

შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389.3 ლარია.

ამის შესახებ საქსტატის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა- მთიანეთი. რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);

მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით)

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის

სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და

პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები