პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 1 531 ლარი შეადგინა, რაც საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი სახელმწიფო მმართველობის, მშენებლობისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი
BM.GE

2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 1 531 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 14.9%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე (2 165.2 ლარი) 29.3%-ით ნაკლები იყო.

საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი;

მშენებლობა - 2 328 ლარი;

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი;

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.

რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, გასულ წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);

მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

რას ნიშნავს და როგორ ითვლიან მედიანურ ხელფასს?

დათვლის მეთოდოლოგია: საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიგასულ წელს, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 165 ლარი იყო | საქსტატი
  2. TV პირველიოპოზიციურისაქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები