ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამდენი ლარი შეადგინა საშუალო თვიურმა ხელფასმა – საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ხელფასები გაიზარდა როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის, თუმცა ყველა სექტორში კაცების საშუალო ხელფასი კვლავ აღემატებოდა ქალებისას.

რამდენი ლარი შეადგინა საშუალო თვიურმა ხელფასმა – საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
რამდენი ლარი შეადგინა საშუალო თვიურმა ხელფასმა – საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებსალია

2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარია – ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

სახელმწიფო მთვლელის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით);

მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით).

ირკვევა, რომ 2026 წლის II კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარია. ხოლო, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები