პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2 165.2 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-ით მეტია. ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი საფინანსო, სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებშია.

საქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია
TV პირველი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9 პროცენტით, ანუ 194.5 ლარით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);

მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

უწყების ანგარიშით, 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ამასთან, 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით, ანუ 17.6%-ით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგშია – 4 097.1 ლარი, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების მიმართულება – 3 340.7 ლარი.

2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით, ანუ 12.5%-ით და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიგასულ წელს, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 165 ლარი იყო | საქსტატი
  2. BM.GEოპოზიციურიმედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„საქსტატი“ - 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები