პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია - ეს ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომს ჩიხური მდგომარეობა უწოდა და განაცხადა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ესკალაციის რისკმა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მიიყვანოს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გლობალურად დიზელის მაღალი ფასები უკრაინის მიერ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებს დააბრალა.

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია - ეს ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს
რუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომს „ჩიხური მდგომარეობა“ უწოდა.

ლისაბონში, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრესკონფერენციაზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია არ მიიჩნევს რომ შესაძლებელია კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება და აღნიშნა ესკალაციამ შესაძლოა სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი გამოიწვიოს.

"ჩიხები ძალიან საშიშია", - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის აზრით, ეს ომი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს - რაც უფრო მალე, მით უკეთესი. მისი თქმით, სწორედ ესკალაციის რისკი უნდა იქცეს იმ ფაქტორად, რომელიც ორივე მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დროს გლობალურად დიზელის მაღალი ფასები უკრაინის მხრიდან რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებს დააბრალა და ვოლოდიმირ ზელენსკის თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტრამპის თქმით, საწვავის გაძვირებას სწორედ ის გადამამუშავებელი ქარხნები იწვევს, რომლებსაც უკრაინა რუსეთში ანადგურებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომში, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს
  2. იმედინიუსისამთავრობომარკო რუბიო: უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობს
  3. იმედინიუსისამთავრობომარკო რუბიო უკრაინის ომზე: ესკალაციამ შესაძლოა სწრაფად აქციოს ორ ქვეყანას შორის ომი გაცილებით ფართო და უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუბიო: უკრაინის გარშემო ვითარება ამჟამად სახიფათო ჩიხშია
  5. ფორმულაოპოზიციურიმარკო რუბიო: უკრაინის ომი სახიფათო ჩიხში შევიდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუბიო პროგნოზირებს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები