პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუბიო: უკრაინის გარშემო ვითარება ამჟამად სახიფათო ჩიხშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის ომი სახიფათო ჩიხშია და არსებობს რეგიონული ესკალაციის რისკი. ვაშინგტონი ცდილობს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, თუმცა უსარგებლო ინიციატივებზე ძალების დახარჯვას არ აპირებს.

რუბიო: უკრაინის გარშემო ვითარება ამჟამად სახიფათო ჩიხშია
რადიო თავისუფლება

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა" - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.

"ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს დივერსიების ჩატარების კამპანიაში მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში" - თქვა რუბიომ და დასძინა, რომ სხვა ფაქტორებსაც "შეუძლია სწრაფად გადაზარდოს ორი სახელმწიფოს ომი სახიფათო რეგიონულ კონფლიქტში".

რუბიო ამ განცხადებებით გამოვიდა ჟურნალისტებთან საუბარში, პორტუგალიაში ვიზიტის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ისურვებდა რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების გზით მოგვარდეს. "სწორედ ამისათვის ვიმუშავებთ მომავალში" - თქვა რუბიომ.

ბოლო კვირებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს განაახლოს მოლაპარაკებები კონფლიქტის გადასაჭრელად. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ დაწყებული ომი უკვე ოთხ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება და ის იქცა ყველაზე სისხლიან კონფლიქტად ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სააგენტო Reuters-ის თანახმად, პარასკევს და შაბათს აშშ-ში უკრაინის დელეგაცია უნდა ჩავიდეს, ახალი კონტაქტების გასავითარებლად.

მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანისთვის აშშ-ის მზაობაზე ლაპარაკისას, რუბიო ამავდროულად აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი "არ აპირებს ძალების დახარჯვას აზრს მოკლებულ ინიციატივებზე, თუკი პროგრესის მიღწევა არ მოხერხდება".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომში, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს
  2. იმედინიუსისამთავრობომარკო რუბიო: უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობს
  3. იმედინიუსისამთავრობომარკო რუბიო უკრაინის ომზე: ესკალაციამ შესაძლოა სწრაფად აქციოს ორ ქვეყანას შორის ომი გაცილებით ფართო და უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად
  4. რუსთავი 2სამთავრობომარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია - ეს ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს
  5. ფორმულაოპოზიციურიმარკო რუბიო: უკრაინის ომი სახიფათო ჩიხში შევიდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა“
მარკო რუბიო
„ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს დივერსიების ჩატარების კამპანიაში მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში“
„შეუძლია სწრაფად გადაზარდოს ორი სახელმწიფოს ომი სახიფათო რეგიონულ კონფლიქტში“
„სწორედ ამისათვის ვიმუშავებთ მომავალში“
„არ აპირებს ძალების დახარჯვას აზრს მოკლებულ ინიციატივებზე, თუკი პროგრესის მიღწევა არ მოხერხდება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო: ომი უკრაინაში მხოლოდ დონბასის რეგიონს ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები