რუბიო პროგნოზირებს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდება და არა რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმება არ არსებობს და რომ ომი რომელიმე მხარის „სამხედრო გამარჯვებით“ კი არა, „მოლაპარაკებების გზით“ დასრულდება. ამის შესახებ რუბიომ რადიო WABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
რუბიომ აღნიშნა, რომ ომი არცერთი მხარისთვის არ არის კარგი. ასე რომ, მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია”.
:მაგრამ, სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში და მსგავს საკითხებში, ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება. ამიტომ პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მზადყოფნას ყველგან, სადაც იქნება შესაძლებლობა, რათა შევცვალოთ ვითარება და გადავჭრათ ამ ორ მხარეს შორის არსებული განხეთქილება, პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად. და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს გავაგრძელოთ“.
რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება რომელიმე მხარის აბსოლუტური სამხედრო გამარჯვებით.
“ის დასრულდება მოლაპარაკებების გზით. და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება და მით უფრო ნაკლები ნგრევა იქნება“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„კი არა, „მოლაპარაკებების გზით“ დასრულდება. ამის შესახებ რუბიომ რადიო WABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა. რუბიომ აღნიშნა, რომ ომი არცერთი მხარისთვის არ არის კარგი. ასე რომ, მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.