ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მარკო რუბიო: უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობს, რადგან რუსეთი დონბასზე სრულ კონტროლს მოითხოვს, უკრაინა კი ამის წინააღმდეგია. რუბიომ აღნიშნა, რომ სიტუაცია სტრატეგიულ ჩიხშია და შეშფოთება გამოთქვა შესაძლო ესკალაციისა და ზამთარში ელექტროქსელებზე მოსალოდნელი თავდასხმების გამო.

მარკო რუბიო: უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობს
მარკო რუბიო: უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პერსპექტივა ჯერ არ არსებობსიმედინიუსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, დღეის მდგომარეობით უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დარეგულირების პრესპექტივა ჯერ არ არსებობს. აღნიშნული განცხადება რუბიომ ბერძნულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „სტრატეგიულ ჩიხშია“ შესული, საიდანაც გამოსვლა მოლაპარაკებებით ან ესკალაციით არის შესაძლებელი.

რუბიომ აღიარა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი დონბასზე სრულ კონტროლს მოითხოვს, ხოლო უკრაინა ამის წინააღმდეგია.

„დღეის მდგომარეობით მოლაპარაკებების გზით ვითარების დარეგულირების პერსპექტივა არ ჩანს. მზად ვართ შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რითაც აღნიშნულის მიღწევას შევძლებთ. წარსულში ჩვენ ამის მცდელობა გვქონდა, მაგრამ მიზანი დღემდე მიუღწეველია, რადგან რუსები დონბასის სრული კონტროლის პირობას აყენებენ, რასაც უკრაინა უარყოფს, რადგან ეს მისთვის მიუღებელია“, - განაცხადა რუბიომ.

მისი განცხადებით, აშშ მზადაა შემდეგშიც „შეასრულოს კონსტრუქციული როლი, რათა დიპლომატიურ შედეგს მიაღწიოს“. ამასთან ერთად, მან შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო.

„გუშინ შავ ზღვაში კოორდინირებული შეტევის სახით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გემებზე ახალი თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მეზობელ ქვეყანაში შესაძლო დივერსიული ოპერაციის გატარების გამო, რაც კონტროლს აღარ დაექვემდებარება“, - აღნიშნა რუბიომ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ არსებობს ნათელი ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ზამთრის მოახლოებით ისარგებლებს და უკრაინის ელექტროქსელს გაანადგურებს, რათა მას კაპიტულაცია აიძულოს. ამასთან ერთად რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინამ გააძლიერა საკუთარი შესაძლებლობები და დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახორციელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეის მდგომარეობით მოლაპარაკებების გზით ვითარების დარეგულირების პერსპექტივა არ ჩანს. მზად ვართ შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რითაც აღნიშნულის მიღწევას შევძლებთ. წარსულში ჩვენ ამის მცდელობა გვქონდა, მაგრამ მიზანი დღემდე მიუღწეველია, რადგან რუსები დონბასის სრული კონტროლის პირობას აყენებენ, რასაც უკრაინა უარყოფს, რადგან ეს მისთვის მიუღებელია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გუშინ შავ ზღვაში კოორდინირებული შეტევის სახით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით გემებზე ახალი თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მეზობელ ქვეყანაში შესაძლო დივერსიული ოპერაციის გატარების გამო, რაც კონტროლს აღარ დაექვემდებარება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.