ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მარკო რუბიო - აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული დაზავების მიღწევას ცდილობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული დაზავებისა და შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული ამოცანაა.

მარკო რუბიო - აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული დაზავების მიღწევას ცდილობს
მარკო რუბიო - აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული დაზავების მიღწევას ცდილობსინტერპრესნიუსი

აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული დაზავების მიღწევას ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„მგონია, რომ ორივე მხარემ გამოხატა დაინტერესება გარკვეულ შეზღუდულ ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც მოიცავდა მარცვლეულსა და ენერგეტიკას. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ისეთი რამეა, რაშიც ორივემ მხარემ გამოხატა ინტერესი. მგონი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს საჯაროდ გააკეთა - გუშინ ჩვენთან შეხვედრაზე და ინტერვიუებში ბოლო რამდენიმე საათში”, - განაცხადა რუბიომ.

ამის შემდეგ, სხვა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს იმისდა მიუხედავად, რომ ეს რთული ამოცანაა.

„უკრაინელები ტკივილს აყენებენ რუსებს მათი ენერგეტიკის სექტორის დაბომბვებით, რომელიც შემოსავლის წყაროა. რუსული მხარე უკრაინელებს ტკივილს აყენებს მათი ელექტროქსელების მიზანში ამოღებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარს ვუახლოვდებით. ასე რომ, ეს არის გამოწვევა - ორივე მხარემ ენერგეტიკა განსაზღვრა როგორც მათი საომარი ქმედებების სტრატეგიული ამოცანა…

ამიტომ არის არც ისე მარტივია რაღაც მომენტში თქვა: “მოდით, შევთანხმდეთ”,” - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ენერგეტიკული დაზავება სასარგებლო იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის რომ ჰკითხოთ, ის იტყვის, რომ მისი ელექტროქსელების დაცვის შესაძლებლობა მათ ინტერესების შუაგულშია. და სწორედ ამაში შეგვიძლია შეთანხმების მიღწევით დახმარება. და, რა თქმა უნდა, რუსული მხარე დარტყმების წინაშე დგას, რომელიც აქამდე არ უნახავს - ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე და საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ.

ასე რომ, ეს ართულებს ამ შეზღუდულ საფუძველზე შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ეს ასევე არის მიზანი თუ რატომ უნდა ვცადოთ. და ჩვენ ვეცდებით და, ვფიქრობ, მზად ვართ პოზიტიური როლი ვითამაშოთ ამის მიღწევაში”, - განაცხადა რუბიომ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.