“რა ქნას ამ ირაკლიმ, რატომ შეე&ით?” – ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლება რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებს გაურბის და პარტნიორების გარეშე დიალოგს ცდილობს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. იგი ირონიულად აფასებს მმართველი გუნდის რიტორიკას და მოსკოვთან ურთიერთობის პოლიტიკას აკრიტიკებს.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:
ჩვენ ვამბობთ რომ კრემლს ცალკე, ძლიერი მეგობრების გარეშე არ უნდა ველაპარაკოთ
ქოცები მინსკში გარბიან რუსებთან ერთი-ერთზე სალაპარაკოთ
რუსები ტრადიციულად თავზე აჯ&ამენ
ქოცები ამბობენ რომ რუსები ასეთი ქცევით ჩვენ (ოპოზიციას) გვეხმარებიან (,,ეს ყველაფერი არის მიმართული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოს და „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. ეს ყველაფერი არის იმისთვის მიმართული, რომ ენერგია მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს” – ზურაბაშვილი)
ჩვენ ისევ ვამბობთ რომ კრემლს ცალკე არ უნდა ველაპარაკოთ
ქოცები ისევ ამბობენ რომ კვლავ უნდა დასხდნენ რუსებთან ერთი-ერთზე („აუცილებელია, გაგრძელდეს ეს დიალოგი” – ზურაბაშვილი)
ოღონდ ჯერ თავს დავიბანთო
…
გალუზინიც დიპსტეიტიაო კობახიძემ
მაგარი მიუშვია სიტუაცია პუტინს, დაბერდა ეტყობა
…
მოკლედ, პუტინს უნდა რომ ყველანაირი ქართული ღვინო გაიყიდოს რუსულ ბაზარზე, მაგრამ გალუზინი უშლის ბრიუსელის დავალებით და რა ქნას ამ ირაკლიმ, რატომ შეე&ით?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…