მარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის ომში, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს და საქმე გვაქვს სტრატეგიულ ჩიხთან. მისი თქმით, არსებობს ვითარების შემდგომი ესკალაციის საფრთხე, თუმცა აშშ მზადაა ხელი შეუწყოს დიპლომატიურ გადაწყვეტას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომში მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ომი უკვე მეხუთე წელში გადადის, რაც თავდაპირველ გეგმაში არ ყოფილა. არ მგონია, რომ პუტინს ამ ომთან დაკავშირებით ასეთი გეგმა ჰქონოდა, შესაბამისად, მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორც მან დაგეგმა“, - აღნიშნა რუბიომ ბერძნულ გამოცემასთან საუბარში.
მისი თქმით, ამჟამად არსებობს სტრატეგიული ჩიხი, რომლიდან გამოსვლაც მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი: მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევით, ან ესკალაციის გზით, რომელიც საბოლოოდ თავდაპირველი კონფლიქტის ფარგლებს გასცდება.
„ვფიქრობ, ახლა, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს სტრატეგიულ ჩიხთან, რაც სახიფათო მდგომარეობაა. სტრატეგიული ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი: ა) მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევით, ან ბ) ერთი ან ორივე მხარის მიერ ესკალაციის გზით, რომელიც საბოლოოდ თავდაპირველი კონფლიქტის ფარგლებს გასცდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად. წარსულშიც ვცდილობდით, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, რუსეთმა გამარჯვებად დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება განსაზღვრა, უკრაინისთვის კი ეს პირობა უბრალოდ მიუღებელია.
„რუსებმა გამარჯვებად დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება განსაზღვრეს; არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ეს მათი მიზანია და ახლაც კვლავ ამ მიზანზე საუბრობენ. უკრაინისთვის კი ეს პირობა უბრალოდ მიუღებელია. ამიტომ დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, თუ რაიმე კონსტრუქციული როლის შესრულება შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მის მიღწევას”, - აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოსალოდნელია ვითარების ესკალაცია.
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით, რადგან ესკალაცია შეიძლება მოხდეს. გუშინ შავ ზღვაში რამდენიმე ხომალდზე დრონებით განხორციელდა თავდასხმა. ჩვენ შეშფოთებული ვართ მეზობელ ქვეყანაში დივერსიული ოპერაციის შესაძლებლობითაც, რომელიც შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს და ვითარების შემდგომ ესკალაციაში გადაიზარდოს. ცხადია, ვფიქრობ, არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მოახლოებული ზამთრის გამოყენებას გეგმავს უკრაინაში ელექტროენერგიის ქსელის დარჩენილი ნაწილის გასანადგურებლად, რათა უკრაინას კაპიტულაცია აიძულოს. ამავდროულად, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობები”, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო ამ ვითარებას ისე უყურებს, როგორც მოვლენას, რომელიც შესაძლოა, ესკალაციაში გადაიზარდოს და, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტადაც იქცეს.
„ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევას და განვაგრძოთ ასეთი შესაძლებლობების ძიება. ვფიქრობთ, ეს კარგი იქნებოდა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება”, - აღნიშნა რუბიომ.
ციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ომი უკვე მეხუთე წელში გადადის, რაც თავდაპირველ გეგმაში არ ყოფილა. არ მგონია, რომ პუტინს ამ ომთან დაკავშირებით ასეთი გეგმა ჰქონოდა, შესაბამისად, მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორც მან დაგეგმა“
„ვფიქრობ, ახლა, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს სტრატეგიულ ჩიხთან, რაც სახიფათო მდგომარეობაა. სტრატეგიული ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი: ა) მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევით, ან ბ) ერთი ან ორივე მხარის მიერ ესკალაციის გზით, რომელიც საბოლოოდ თავდაპირველი კონფლიქტის ფარგლებს გასცდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არ ჩანს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რომლის შესრულებაც შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად. წარსულშიც ვცდილობდით, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.