პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის წინ თურქული კლუბის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავებმა კი სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე ერთი გულშემატკივარი დაშავდა.

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო
რადიო თავისუფლება

ხუთშაბათ საღამოს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

დაშავებულია სულ მცირე ერთი გულშემატკივარი. პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.

ბეშიქთაში vs ჰაპოელ ბეერ შევა

ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა“.

მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.

მატჩი 21:45 საათზეა დანიშნული.

საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.

რატომ ბათუმში?

მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;

თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;

უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

როგორია პოლიტიკური კონტექსტი?

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.

ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაუარესებულია.

ბეშიქთაში 2024 წლის ნოემბერში ისრაელის „მაკაბი თელავივს“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - თუმცა მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.

ამის წინაპირობა იყო „მაკაბი თელ-ავივის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდების „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში - მატჩი ამსტერდამში გაიმართა

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები