ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზე

პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა. მმართველი გუნდი საქმეს პროვოკაციად და დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებს, რომლის უკანაც, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზე
"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზერუსთავი 2

უკვე მეხუთე დღეა, პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. სასჯელაღსრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს.

"კურიერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა და თავად თქვა უარი სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე.

მმართველი გუნდი კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და სვამს კითხვებს, - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი ცხრა თვე, თუკი ფაქტი შარშან დეკემბერში მოხდა, და რატომ თქვა პატიმარმა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც, სიმართლის შემთხვევაში, მისი მთავარი არგუმენტი იქნებოდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ

"ნაციონალური მოძრაობა" და რაღაცა გარკვეული ძალა არის ამ ისტორიის, ასე ვთქვათ, უკანმდგომი და აქეზებს ასეთ ისტორიას. "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც აქვს უმძიმესი ცოდვები, არასდროს მოუნანიებია და არც უნანია. ახლა კი ცდილობენ, რომ თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებაზეც მიაკერონ და გაავრცელონ. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია და საზოგადოებამ იცის, რომ, როგორც ცა და დედამიწა, ისე არის განსხვავებული ვითარება დღეს პენიტენციალურ სისტემაში. ასე რომ, ასეთი ერთჯერადი პროვოკაციები რჩება პროვოკაციებად" - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოთუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე
  2. იმედინიუსისამთავრობოგურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას - ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ
  3. რუსთავი 2სამთავრობოარცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები - თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მსჯავრდებულ დავითაძის საქმე - უმრავლესობა ოპოზიციასა და NGO-ებს საინფორმაციო შტურმში და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები