არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები - თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე
პატიმარი გიორგი დავითაძე სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე უარს აცხადებს, თუმცა მისი ოჯახი პენიტენციურ უწყებას ძალადობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი ამას კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიად აფასებს.

პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. "კურიერის" ინფორმაციით, მსჯავრდებული არ თანხმდება სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე. ამავე დროს პატიმრის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს.
სასჯელაღასრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს. გუშინ მათ პენიტენციურ სამსახურთან აქციაც გამართეს. დავითაძის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრე ენჯეოები.
კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი.
"არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დადგმული მომენტები. სახელმწიფომ გამოაქვეყნა ის ვიდეო, რომელიც მას ამხელს ძალადობაში? აი ხომ არის ყოველგვარ საღ აზრს მიღმა.
რა თქმა უნდა, არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მცდარები და ისინი იყვნენ მატყუარები", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე
- იმედინიუსიგურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას - ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ
- რუსთავი 2"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზე
ციტატები სტატიიდან
„არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დადგმული მომენტები. სახელმწიფომ გამოაქვეყნა ის ვიდეო, რომელიც მას ამხელს ძალადობაში? აი ხომ არის ყოველგვარ საღ აზრს მიღმა. რა თქმა უნდა, არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მცდარები და ისინი იყვნენ მატყუარები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.