გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას - ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე საუბრობს, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, რადგან პატიმარი ექსპერტიზაზე უარს ამბობს.

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პატიმარი გიორგი დავითაძეს საქმეს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პატიმრის განცხადება, თითქოს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, სარწმუნო არ არის, რადგან ის ექსპერტიზას არ თანხმდება.
„მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას.
გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?!
ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე
- რუსთავი 2"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი უმძიმესი ცოდვები არასდროს მოუნანიებია, ახლა კი ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი რამენაირად ამ ხელისუფლებას მიაკერონ - ირაკლი ქადაგიშვილი დავითაძის საქმეზე
- რუსთავი 2არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები - თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე
ციტატები სტატიიდან
„მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას. გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?! ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.