ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე

ხალხის ძალა

პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა მმართველი გუნდის განცხადებით, პატიმარმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თვითონ განაცხადა და საქმე დეზინფორმაციულ კამპანიას წარმოადგენს.

თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზე
თუ სააკაშვილის დროს ხალხი იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი - გურამ მაჭარაშვილი დავითაძის საქმეზერუსთავი 2

მეხუთე დღეა, პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურ უწყებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. სასჯელაღსრულების მხრიდან არაერთი მტკიცებულების გავრცელების, სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, დავითაძის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ პატიმარზე იძალადეს. ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციური პარტიების და მათი მომხრე ენჯეოების ნაწილი.

"კურიერმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა და თავად თქვა უარი სამედიცინო-სასამართლო შემოწმებაზე.

მმართველი გუნდი კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს და სვამს კითხვებს, - რატომ დუმდა დავითაძე და მისი ოჯახი 9 თვე, თუკი ფაქტი შარშან დეკემბერში მოხდა, და რატომ თქვა პატიმარმა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც, სიმართლის შემთხვევაში, მისი მთავარი არგუმენტი იქნებოდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებას აქვს ადგილი.

"მიზანმიმართულად ხდება ყველა უწყებაში აბსოლუტურად დეზინფორმაციის შეტანა, შემდგომ დისკრედიტაციის მცდელობა ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ა.შ.

ხომ გამოქვეყნდა ვიდეომასალა? - თუ ადრე, სააკაშვილის დროს, ხალხი ითხოვდა და იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა ხოლმე, ახლა აქეთ ეხვეწებოდა პენიტენციური სამსახური ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი.

მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამჯერებელი - როდესაც სამედიცინო დაწესებულება გეუბნება, ჩაგიტარებ ექსპერტიზას, დასკვნას დავდებ და შემდგომ ვიმსჯელოთო, ამაზე რომ უარს ამბობ, გასაგებია უკვე შენი მიზანი.

ეს იმიტომ ხდება რამდენიმე თვის მერე, ერთი წლის მერე, რომ [იმოქმედონ იმის მიხედვით], როდის რა დასჭირდებათ, მათ შორის, მათ უცხო პატრონებს და აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიზანმიმართულად ხდება ყველა უწყებაში აბსოლუტურად დეზინფორმაციის შეტანა, შემდგომ დისკრედიტაციის მცდელობა ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ა.შ. ხომ გამოქვეყნდა ვიდეომასალა? - თუ ადრე, სააკაშვილის დროს, ხალხი ითხოვდა და იხვეწებოდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და არავინ ამას არ აღირსებდა ხოლმე, ახლა აქეთ ეხვეწებოდა პენიტენციური სამსახური ექსპერტიზას ჩაგიტარებთო და უარს ამბობს ადამიანი. მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამჯერებელი - როდესაც სამედიცინო დაწესებულება გეუბნება, ჩაგიტარებ ექსპერტიზას, დასკვნას დავდებ და შემდგომ ვიმსჯელოთო, ამაზე რომ უარს ამბობ, გასაგებია უკვე შენი მიზანი. ეს იმიტომ ხდება რამდენიმე თვის მერე, ერთი წლის მერე, რომ [იმოქმედონ იმის მიხედვით], როდის რა დასჭირდებათ, მათ შორის, მათ უცხო პატრონებს და აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მსჯავრდებულ დავითაძის საქმე - უმრავლესობა ოპოზიციასა და NGO-ებს საინფორმაციო შტურმში და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები