ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთის სანაპიროსთან ორი სამოქალაქო სატვირთო გემი საზღვაო და საჰაერო უპილოტო აპარატებით იერიშის მსხვერპლი გახდა. ერთი გემი ჩაიძირა და ეკიპაჟის ბედი უცნობია, მეორე კი დაზიანდა და ეკიპაჟი ევაკუირებულია.

ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი
ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერირადიო თავისუფლება

ინციდენტის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელთა საგანგებო სხდომა მოიწვია.

რადევის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის, ბულგარეთის ქალაქ ბიალადან დაახლოებით 70 მილის დაშორებით საზღვაო და საჰაერო უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ორ სამოქალაქო სატვირთო გემზე.

რა (არ) არის ცნობილი ამ გემებზე

ბულგარეთის პრემიერის ინფორმაციით, ერთი, ტოგოს დროშით მცურავი გემი ჩაიძირა. ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მეორე გემი დაზიანებულია. ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები ევაკუირებული არიან ბულგარეთის სასაზღვრო და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების მიერ. ორი მეზღვაური დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გემის ეკიპაჟის 11 წევრი თურქეთის მოქალაქეა, 7- ინდოეთის. ბულგარეთის მთავრობის ინფორმაციით, ხორბლით დატვირთული გემი სამხრეთისკენ მიემართებოდა. მეორე, ჩაძირულ გემს გეზი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა მას.

პრემიერ-მინისტრმა რადევმა მომხდარს უწოდა სრულიად დაუშვებელი შეტევა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს.

ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით უცნობია.

შავ ზღვაში სატვირთო გემებს ხშირად უტევს რუსეთი. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბულგარეთის ეროვნული რადიო - ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
  2. ტაბულაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირა
  3. ფორმულაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა
  4. ბათუმელებიოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმისთვის რუსეთის ელჩს იბარებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები