ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმისთვის რუსეთის ელჩს იბარებენ
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ჩაიძირა, მომხდარის გამო კი ქვეყნის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ერთი მათგანი ჩაიძირა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხომალდ ჩელსის ეკიპაჟის 15-ივე წევრი გადაარჩინეს. 5 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გემზე იერიში იმ დროს განხორციელდა, როდესაც ის ბულგარეთის სანაპიროდან 33 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. მეორე გემს, რომელიც ჩაიძირა, დრონი სოფელ კრაპეცთან, სანაპიროდან 31 კილომეტრის დაშორებით, დაეცა.
ახალი იერიშების გამო ბულგარეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრის რუმენ რადევის განცხადებით, რომელიმე მხარის დადანაშაულებისთვის ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, თუმცა მიიჩნევს, რომ ლოგიკურად ასეთი შეტევების შედეგები მომგებიანი რუსეთისთვისაა.
მომხდარს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შავი ზღვა უკრაინაში რუსეთის ომის ესკალაციის კიდევ ერთ ფრონტად იქცა, რაც მიუღებელია.
"მკაცრად ვგმობ ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს. ეს ქმედებები ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შავ ზღვაში უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
მხარს ვუჭერთ ბულგარეთს და მადლობას ვუხდით სამაშველო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისთვის. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ", - წერს ფონ დერ ლაიენი.
ციტატები სტატიიდან
„მკაცრად ვგმობ ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს. ეს ქმედებები ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და შავ ზღვაში უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მხარს ვუჭერთ ბულგარეთს და მადლობას ვუხდით სამაშველო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისთვის. პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.