ბულგარეთის სანაპიროსთან სატვირთო გემზე მორიგი შეტევა იყო
ბულგარეთის სანაპიროსთან, ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში, სატვირთო გემ CONTSHIP JET-ზე საზღვაო დრონებით იერიში მიიტანეს. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა ეკიპაჟის 18-ვე წევრის გადარჩენა შეძლეს, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა ჯერ უცნობია.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერიის დროშით მცურავ CONTSHIP JET-ზე, რომელიც რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცისკენ მიემართებოდა, 28 ოქტომბერს სამი დარტყმა იყო ე.წ. საზღვაო დრონებით. ისინი პირველმა შენიშნა საფრანგეთის საპატრულო თვითმფრინავმა და შესაბამისი შეტყობინება გაგზავნა.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სატვირთო გემზე პირველი დარტყმის შემდეგ ინციდენტის რაიონში გაგზავნეს სამხედრო-საზღვაო ძალების სამი გემი.
ბულგარელმა სამხედროებმა CONTSHIP JET-ის ეკიპაჟის 18-ვე წევრი გადაარჩინეს. ისინი ქალაქ ვარნაში გადაიყვანეს.
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ დიმიტარ სტოიანოვის ინფორმაციით, სატვირთო გემზე თავდასხმა იყო ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში, ქალაქ შაბლადან დაახლოებით 21 მილის დაშორებით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი, რომელსაც ბერძენი მფლობელი ჰყავს, ისრაელის ქალაქ ხაიფიდან მიემართებოდა რუმინეთის ქალაქ კონსტანცისკენ.
ვისი ე.წ. საზღვაო დრონებით იყო გემზე შეტევა, რუსეთის, თუ უკრაინის ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა სატვირთო გემები შავ ზღვაში. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.
2026 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ბულგარეთის სანაპიროსთან შეტევა იყო რამდენიმე სატვირთო გემზე. ორი მათგანი ჩაიძირა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…