ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში ორ სატვირთო გემს დრონები დაესხა თავს. ალფა ვატანი ჩაიძირა და ეძებენ ეკიპაჟს, ხოლო ეიბლზე გაჩენილი ხანძრის გამო ეკიპაჟის 18-მა წევრმა გემი დატოვა, არიან დაშავებულები.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებსბათუმელები

შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წლებში დრონები დაესხა თავს ორ სატვირთო გემს, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ALFA WATAN-სა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ს.

დრონების მიერ თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი სავაჭრო გემიდან ერთ-ერთს, ALFA WATAN-ს სეროზული ზიანი მიადგა და ჩაიძირა. მედიის ცნობით, დაკარგული ეკიპაჟის მოსაძებნად მიმდინარეობს სამუშაოები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში, ქალაქ ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით.

მან დაადასტურა, რომ იმავე ზონაში მყოფმა ბულგარულმა ბორანმა „დიოსკურიამ“ (Dioscuria) პირველ გემზე აფეთქება დაინახა და შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. მათ აღმოაჩინეს ამოტრიალებული სამაშველო ნავი და სამაშველო ჟილეტები, თუმცა ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ იპოვეს.

ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

მეორე გემზე, ABLE-ზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც გემზე მყოფი ეკიპაჟის 18 წევრი იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა.

ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, თუმცა მათ შორის არიან დაშავებულები. ბულგარული მედიის ცნობით, მეზღვაურთაგან 11 თურქეთის, ხოლო 7 ინდოეთის მოქალაქეა.

ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის დრონებით მოხდა თავდასხმა გემებზე.

ბულგარეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის პირველი თავდასხმა კომერციულ გემებზე ნატოს წევრი სახელმწიფოს ეკონომიკურ ზონაში. ეს ხაზს უსვამს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის მზარდ რისკებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.