სერგეი ლავროვი - 2008 წელს ალექსანდრ სტუბმა უცენზურო სიტყვებით დაახასიათა მიხეილ სააკაშვილი, მან საკმაოდ გონივრულად აღიქვა ჩვენი მოქმედება
სერგეი ლავროვის მტკიცებით, 2008 წელს ალექსანდრ სტუბმა მიხეილ სააკაშვილი უცენზურო სიტყვებით დაახასიათა, უწოდა შეშლილი და რუსეთის მოქმედება გონივრულად აღიქვა.

2008 წელს ალექსანდრ სტუბმა მიხეილ სააკაშვილი უცენზურო სიტყვებით დაახასიათა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის მტკიცებით, სტუბმა სააკაშვილის მისამართით უცენზურო ზედსართავი გამოიყენა და თქვა, რომ „შეშლილია“.
„სტუბთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის მოსკოვში ჩამოვიდა, როდესაც საქართველოში ხუთდღიანი ომი იყო. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორც ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი და მშვიდობისმყოფელი, საქართველოში ჩავიდა, რათა ადგილზე ენახა და გაეგო, რისი გაკეთება შეიძლებოდა სიტუაციის დასამშვიდებლად. უკან გზაზე მოსკოვში ჩამოფრინდა და მოლაპარაკებების წინ პირისპირ ყავა დავლიეთ. მან საკმაოდ უცენზურო სიტყვებით დაახასიათა მიხეილ სააკაშვილი, რომელთანაც მაშინ საუბარი მოასწრო. მან თქვა: „სააკაშვილს ვესაუბრე, ის (უცენზურო ზედსართავი სახელი) შეშლილია“. მან საკმაოდ გონივრულად აღიქვა ჩვენი მოქმედება“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, „ყველამ შესანიშნავად გაიგო, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ბრძანება ვინ გასცა“.
„მოგვიანებით, ევროკავშირის მიერ ამ მოვლენების გამოძიების ერთ-ერთი ინიციატორი ალექსანდრ სტუბი იყო, რომელსაც შვეიცარიის მოქალაქე ხელმძღვანელობდა და რომელმაც აღიარა, რომ ეს სააკაშვილმა დაიწყო“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…