ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა

ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი გემი ჩაიძირა და ეკიპაჟი დაკარგულად ითვლება, ხოლო მეორეს ხანძარი გაუჩნდა. მომხდართან დაკავშირებით ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახაფორმულა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან დრონი ორ სავაჭრო გემს შეეჯახა, რომელთაგან ერთი ჩაიძირა, მეორეს კი ხანძარი გაუჩნდა.

ქალაქ ვარნას საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა რუმენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟის წევრები დაკარგულად ითვლებიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი მეზღვაურები მაშველებმა გადაარჩინეს.

ერთი გემი ABLE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, მეორე გემი ALFA WATAN ტოგოს დროშის ქვეშ გადაადგილდება.

უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.

ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.

მანამდე, 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი.

გემს უკრაინული მარცვლეული იტალიაში გადაჰქონდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, ერთი ადამიანი დაკარგულად ითველბა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და დეესკალაციის შეთავაზებების მიუხედავად, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბულგარეთის ეროვნული რადიო - ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
  2. ტაბულაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი
  4. ბათუმელებიოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი ჩაიძირა უპილოტო აპარატებით შეტევის შედეგადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები