ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, დრონები კიდევ ერთ სატვირთო გემს დაესხნენ თავს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ დიმიტარ სტოიანოვის განცხადებით, შავ ზღვაში კონტეინერმზიდ გემს სამი საზღვაო დრონი დაესხა თავს, რის გამოც გემზე ხანძარი გაჩნდა და 18 მეზღვაურის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, დრონები კიდევ ერთ სატვირთო გემს დაესხნენ თავს
შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, დრონები კიდევ ერთ სატვირთო გემს დაესხნენ თავსბათუმელები

ბულგარეთის სანაპიროსთან საზღვაო დრონები კონტეინერმზიდ გემს დაესხნენ თავს.

ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, სატვირთო გემს ქალაქ შაბლადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 21 მილის დაშორებით, სამი საზღვაო დრონი დაესხა თავს.

ბერძნული კომპანია Contships Management-ის საკუთრებაში არსებული, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ისრაელის ჰაიფას პორტიდან რუმინეთში, კონსტანტასკენ მიდიოდა.

ბულგარული მედიის ცნობით, გემის დასახმარებლად ტანკერი გაგზავნეს. ეკიპაჟის ევაკუაცია სამაშველო ტივებით განხორციელდა. რეგიონში მყოფმა მეთევზეებმა განაცხადეს, რომ გემზე ხანძარი იყო და მარჯვენა მხარეs სერიოზული დაზიანებები ჰქონდა.

ეკიპაჟი ევაკუირებულია. 18-მა მეზღვაურმა დატოვა გემი. გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.

ეს არის მეხუთე თავდასხმა დრონებით სატვირთო გემებზე შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში.

ოფიციალურად არ სახელდება, რომელი ქვეყნის დრონები ესხმის თავს გემებს ბულგარეთის სანაპიროსთან, თუმცა წინა შემთხვევებში ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მის ტერიტორიულ წყლებში დრონებით თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

ბულგარეთის მთავრობაში ამ საკითხის განსახილველად რუსეთის ელჩიც დაიბარეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან სატვირთო გემზე მორიგი შეტევა იყო
  2. ალიაოპოზიციურიბულგარეთის სანაპიროსთან ბერძნულ სატვირთო გემზე საზღვაო დრონებით თავდასხმა მოხდა
  3. რუსთავი 2სამთავრობობულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, უპილოტო აპარატებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემზე იერიში მიიტანეს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეს არის ბულგარეთის მახლობლად კონტეინერმზიდ CONTSHIP JET-ზე გუშინდელი თავდასხმის კადრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები