ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან უპილოტო საფრენი აპარატები ორ სავაჭრო გემს შეეჯახა. შედეგად ერთი ხომალდი ჩაიძირა და ეკიპაჟი დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო მეორეს ხანძარი გაუჩნდა და ეკიპაჟი გადაარჩინეს. ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირა
ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირატაბულა

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან უპილოტო საფრენი აპარატები ორ სავაჭრო გემს შეეჯახა, რომელთაგან ერთი ჩაიძირა, მეორეს კი ხანძარი გაუჩნდა. ბულგარეთის მთავრობა საგანგებო სხდომას იწვევს.

არსებული ინფორმაციით, ეს არის NATO-ს წევრი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე პირველი თავდასხმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის დაკისრებია.

მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო სხდომის დაწყებამდე, ბულგარეთის პრემიერმინისტრი რუმენ რადევი განცხადებას გააკეთებს.

ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BNR ვარნაში სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელის, რუმენ ნიკოლოვის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი პირები გადაარჩინეს.

ბულგარულმა საზღვაო საინფორმაციო პორტალმა Maritime.bg-მ დაასახელა ხომალდები: ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი Alfa Watan, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ჩაიძირა, და პალაუს დროშის ქვეშ მცურავი Able, რომლის 18-კაციანმა ეკიპაჟმა ხანძრის გაჩენის შემდგომ ხომალდი დატოვა. მეზღვაურები, რომელთა ნაწილიც დაშავებულია, ბულგარულმა ბორანმა Dioscuria-მ აიყვანა ბორტზე.

პორტალის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

გემს უკრაინული მარცვლეული იტალიაში გადაჰქონდა. ეკიპაჟის კიდევ 11 წევრი გადაარჩინეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.