ბულგარეთის ეროვნული რადიო - ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟი დაკარგულია, ხოლო მეორე გემის მეზღვაურები გადაარჩინეს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების შეხვედრა მოიწვია.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული რადიო ავრცელებს.
შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გემების ეკიპაჟის წევრებმა დრონებით დარტყმის შემდეგ განგაშის სიგნალები გაგზავნეს.
ქალაქ ვარნას საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა რუმენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟის წევრები დაკარგულად ითვლებიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი მეზღვაურები მაშველებმა გადაარჩინეს.
ერთი გემი - ABLE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს, ხოლო მეორე - ALFA WATAN ტოგოს დროშის ქვეშ გადაადგილდება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა მოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულაბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები შეეჯახა - ერთი ხომალდი ჩაიძირა
- ფორმულაბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონი შეეჯახა
- რადიო თავისუფლებაბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი
- ბათუმელებიბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…