ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი

რუსთავი 2იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას განცხადებით, დავითაძის საქმეზე პროკურატურამ დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას და არც დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მისი შეფასებით, მომხდარი პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციისა და არეულობის მცდელობა იყო.

პაატა სალია დავითაძის საქმეზე: არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი
პაატა სალია დავითაძის საქმეზე: არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილიიმედინიუსი

„ეს იყო, პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც, შესაძლოა, არეულობა მოჰყოლოდა, თუმცა ეფექტურად შევძელით, ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„დავითაძის შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ აქ ძირითადად, სპეკულაციას ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა არც ძალის გადამეტება და არც დანაშაული, მით უმეტეს. ეს აშკარად ჩანდა იმ კადრებიდან, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ხშირად აპელირებენ იმაზე, თუ რატომ არ ისმოდა ხმა. ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული — პენიტენციურ დაწესებულებებში კამერებით ხმის ჩაწერა არ ხდება. ასევე, საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი. სწორედ ეს გარემოებები გამოიკვლია პროკურატურამ და დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი. ეს იყო, გარკვეულწილად, პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც, შესაძლოა, გარკვეული არეულობა მოჰყოლოდა. ამის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ჩვენ, ასე ვთქვათ, ეფექტურად შევძელით, ჩანასახშივე დაგვესრულებინა პენიტენციურ დაწესებულებაში არეულობის მცდელობა, რაც სრულად კანონისდაცვით განხორციელდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მისი თქმით, პატიმრის მიმართ რაიმე უფლება არ დარღვეულა,არსებობს ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ პატიმარი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ აგრესიას ავლენდა.

„ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, ამოიწურა. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია. ოჯახს აქვს სრული უფლება, მიმართოს სხვა სამართლებრივ მექანიზმებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პენიტენციური სისტემა ამ ეპიზოდში აბსოლუტურად გამართულად მოქმედებდა. იქ არ ყოფილა არანაირი ძალადობა. საუბარია იმაზე, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, რომ პატიმარი საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი. დეესკალაციის ოთახში კანონით არის გათვალისწინებული დათვალიერების ჩატარება. ეს პირველ რიგში, თავად პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, ვინაიდან, მას შეიძლება აკრძალული ნივთი ჰქონდეს, რითაც, შესაძლოა, თვითდაზიანება მიიყენოს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია დავითაძის საქმეზე: არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავითაძის შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ აქ ძირითადად, სპეკულაციას ჰქონდა ადგილი. არ ყოფილა არც ძალის გადამეტება და არც დანაშაული, მით უმეტეს. ეს აშკარად ჩანდა იმ კადრებიდან, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ხშირად აპელირებენ იმაზე, თუ რატომ არ ისმოდა ხმა. ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული — პენიტენციურ დაწესებულებებში კამერებით ხმის ჩაწერა არ ხდება. ასევე, საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი. სწორედ ეს გარემოებები გამოიკვლია პროკურატურამ და დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას და არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი. ეს იყო, გარკვეულწილად, პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც, შესაძლოა, გარკვეული არეულობა მოჰყოლოდა. ამის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ჩვენ, ასე ვთქვათ, ეფექტურად შევძელით, ჩანასახშივე დაგვესრულებინა პენიტენციურ დაწესებულებაში არეულობის მცდელობა, რაც სრულად კანონისდაცვით განხორციელდა“
პაატა სალია
„ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, ამოიწურა. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია. ოჯახს აქვს სრული უფლება, მიმართოს სხვა სამართლებრივ მექანიზმებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პენიტენციური სისტემა ამ ეპიზოდში აბსოლუტურად გამართულად მოქმედებდა. იქ არ ყოფილა არანაირი ძალადობა. საუბარია იმაზე, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, რომ პატიმარი საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი. დეესკალაციის ოთახში კანონით არის გათვალისწინებული დათვალიერების ჩატარება. ეს პირველ რიგში, თავად პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, ვინაიდან, მას შეიძლება აკრძალული ნივთი ჰქონდეს, რითაც, შესაძლოა, თვითდაზიანება მიიყენოს“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია: იყო მცდელობები, რომ პენიტენციურ დაწყებულებებში ყოფილიყო არეულობა, იყო გარედან ამის მხარდაჭერა, მოწოდებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები