ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა

საქართველოს პროკურატურა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. მათი ადვოკატების თქმით, ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიიღეს და ბრალდების მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუარუსთავი 2

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.

ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მიაღწიონ.

"ამ შემთხვევაში ჩემი ბრალდებულის, უკვე მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად, ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით კი, ბრალდების მხარესთან მოლაპარაკებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც, რა თქმა უნდა, დაზუსტდება, ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები. ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, განცხადებით. შესაბამისად, ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება", - აღნიშნა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მსჯვარდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე და მათ 7-7 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ შემთხვევაში ჩემი ბრალდებულის, უკვე მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად, ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ“
ბორის ყურუა
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც, რა თქმა უნდა, დაზუსტდება, ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები. ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, განცხადებით. შესაბამისად, ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება“
რამაზ ჩინჩალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.