ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნება

სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვისას გახდა ცნობილი, რომ მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, ხოლო გური ჟვანიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოსამართლე თეა ლეონიძემ მათი საქმე ცალკე გამოყო.

ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათნეტგაზეთი

სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის 10-პირიანი, ე.წ. „ორგანიზატორების საქმის“ განხილვა განახლდა. საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება.

მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება გური ჟვანიას შემთხვევაშიც.

ინფორმაცია დღეს, 5 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში გაცხადდა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პირობები პრაქტიკულად შეთანხმებულია.

ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თეა ლეონიძემ საქმის განხილვა გადადო და საქმიდან ცალკე გამოიყო ზოდელავას, ბერიძისა და ჟვანიას საქმე.

მათ გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, თორნიკე მჭედლიშვილი.

თორნიკე მჭედლიშვილი უკვე თავისუფალია. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნიკოლოზ გვენცაძემაც. ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება და მას ძებნილის სტატუსი აქვს.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძემ თავისი პოზიცია სხდომამდე ციხიდან გამოგზავნილი წერილითაც გამოხატა. მან თქვა, რომ ვერ მოინანიებს სამშობლოს სიყვარულს და ვერ იმას, რაც არ ჩაუდენია და პროკურატურამ დააბრალა.

შეგახსენებთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება.

ამ 10-პირიან საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს გამოიტანა.

პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;

მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;

ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;

პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;

ლაშა ბერიძე — 7 წელი;

ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;

ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;

თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;

ნიკა გვენცაძე — 5 წელი;

გური ჟვანია — 5 წელი.

რას ედავებიან თითოეულ მსჯავრდებულს, წაიკითხეთ აქ:

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციური"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
  2. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს – მედია
  3. პირველი არხისამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
  4. ფორმულაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს
  5. ტაბულაოპოზიციურიზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე
  7. რუსთავი 2სამთავრობოახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
  8. რუსთავი 2სამთავრობოარაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ სამი პირის პროცესი მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები