"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
„პირველების“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მათი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში იწყება, ხოლო პროკურატურის პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"პირველების" ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებას 4 ოქრომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა ითხოვს. ცნობილია ასევე, რომ საპროცესოს ითხოვს ამავე საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძეც. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. რა პოზიცია ექნება პროკურატურას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
სასახლის ღობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით პატიმრობა 7 მაისს მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალიამურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს – მედია
- ნეტგაზეთიზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
- პირველი არხი4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
- ფორმულამურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს
- ტაბულაზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
- რადიო თავისუფლებაზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე
- რუსთავი 2ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
- რუსთავი 2არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…