მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს და დანაშაული აღიარეს.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მიმართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
"სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.
ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ 7 მაისს ცნო და 7-7 წელი მიესაჯათ, რაც შეეხება გური ჟვანიას, მას 5 წელი აქვს მისჯილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს – მედია
ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
ზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე
ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ
ციტატები სტატიიდან
„სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს. ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…