არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ სააპელაციო სასამართლოში დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. პროკურატურის განცხადებით, ისინი განიხილავენ ყველა იმ განცხადებას, რომლითაც მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ არაერთმა პირმა მიმართა მათ შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მათ მიმართავს, ყველა განცხადებას აუცილებლად განიხილავენ.
"სასამართლო პროცესზე გაჟღერებული იქნა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთ მათგანთან უშუალოდ დასრულებულიც კი არის და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, მოლაპარაკების პროცესზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კონფიდენციალურია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანს მომართული აქვს, განვიხილეთ, ზოგიერთ მათგანთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ. არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად", - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია"პირველების" ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს – მედია
ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ
მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს
ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
ზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე
ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
ციტატები სტატიიდან
„სასამართლო პროცესზე გაჟღერებული იქნა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთ მათგანთან უშუალოდ დასრულებულიც კი არის და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, მოლაპარაკების პროცესზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კონფიდენციალურია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანს მომართული აქვს, განვიხილეთ, ზოგიერთ მათგანთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ. არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…