ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა

ტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში გარკვეული ძალების, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემის საბოტაჟის მცდელობა იყო. მან ასევე ისაუბრა მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე და აღნიშნა, რომ მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა
პაატა სალია: მიზანი იყო სისტემის საბოტაჟი. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობაიმედინიუსი

გადაყლაპა თუ არა დავითაძემ ტელევიზორის ნაწილი, დაუდგენელი ფაქტია. შესაძლოა ეს მანიპულაცია ყოფილიყო, თუმცა ესეც დაუდგენელია და ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მას დაუყოვნებლივ შევთავაზეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო შეფასება და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა სრულად უზრუნველყოფილიყო, რაზედაც მან უარი განაცხადა. კანონმდებლობის გათვალისწინებით, მისი იძულებით გადაყვანის შესაძლებლობა არ გვქონდა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პაატა სალიამ უპასუხა იმ კითხვასაც, თუ რატომ არ შეუჩერდა მყისიერად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს უფლებამოსილება.

„თუკი მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჩვენ ამ თანამშრომელს მყისიერად შევუჩერეთ უფლებამოსილება, ხოლო მიზანი სისტემის საბოტაჟია, მაშინვე გამოჩნდება 10–20 მსჯავრდებული, რომლებიც მსგავს ამბავს მოიგონებენ. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუკი მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჩვენ ამ თანამშრომელს მყისიერად შევუჩერეთ უფლებამოსილება, ხოლო მიზანი სისტემის საბოტაჟია, მაშინვე გამოჩნდება 10–20 მსჯავრდებული, რომლებიც მსგავს ამბავს მოიგონებენ. ამის ნიშნები არსებობდა და ეს ნიშნები აშკარა იყო. ჩვენ დავინახეთ გარკვეული ძალების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სასჯელაღსრულების სისტემის საბოტაჟის მცდელობა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?