ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიორგი პატარიძე: დავითაძეს ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით

საქართველოს პროკურატურა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა. პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და დაადგინა, რომ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ადგილი არ ჰქონია.

გიორგი პატარიძე: დავითაძეს ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით
გიორგი პატარიძე: დავითაძეს ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვითიმედინიუსი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა.

როგორც პატარიძემ აღნიშნა, მსჯავრდებულის დეესკალაციაში გადაყვანას წინ ახლდა გარკვეული ფაქტები და საფუძვლები.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეულობით პატიმარი ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. ისინი დასაქმებულები არიან პენიტენციურ სხვადასხვა დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩარიცხულია სამეურნეო ნაწილში, თავისი შრომის საზღაურს იღებს. როდესაც ის თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არიგებდა საკვებს, მსჯავრდებულმა დავითაძემ უშვერი სიტყვებით, გინებითა და ცუდი ქმედებებით გამოხატა დიდი აგრესია მის მიმართ.

სარეჟიმო კონტროლის თანამშრომლები ამ პროცესში მყისვე ჩაერთნენ, მოუწოდეს დავითაძეს, რომ მსგავსი ქმედებები შეეწყვიტა. ასევე გააცნეს შესაბამისი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, რომ მას დაეკისრებოდა დისციპლინური სახდელი. ამაზე მსჯავრდებულ დავითაძეს ასევე ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეულობით პატიმარი ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. ისინი დასაქმებულები არიან პენიტენციურ სხვადასხვა დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩარიცხულია სამეურნეო ნაწილში, თავისი შრომის საზღაურს იღებს. როდესაც ის თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არიგებდა საკვებს, მსჯავრდებულმა დავითაძემ უშვერი სიტყვებით, გინებითა და ცუდი ქმედებებით გამოხატა დიდი აგრესია მის მიმართ. სარეჟიმო კონტროლის თანამშრომლები ამ პროცესში მყისვე ჩაერთნენ, მოუწოდეს დავითაძეს, რომ მსგავსი ქმედებები შეეწყვიტა. ასევე გააცნეს შესაბამისი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, რომ მას დაეკისრებოდა დისციპლინური სახდელი. ამაზე მსჯავრდებულ დავითაძეს ასევე ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა საფუძველი დეესკალაციის ოთახში მისი გადაყვანისა, რაც, მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით“
გიორგი პატარიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?