ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედური არჩევნები ელექტრონული წესით და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 35%-მა მიიღო მონაწილეობა.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა, რაც ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს.
უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 29 არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს. არჩევნები ელექტრონული წესით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის წარმომადგენლები.
არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევანი 300-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 45%-ია
- POSTVვანში, სოფელ ფერეთაში, არჩევანი 300-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით
- რუსთავი 2ვანში დაახლოებით 60% იყო აქტივობა, შესაძლებელია, რომ 20:00 საათამდე ეს აქტივობა კიდევ გაიზარდოს - ცესკოს წარმომადგენელი
- ინტერპრესნიუსივანში, სოფელ ფერეთში, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, წინასწარი შედეგები ცნობილია - უმრავლესობამ, 387-მა ამომრჩეველმა მხარი „ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…