პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

იუსტიციის სამინისტრო

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. პატიმარი ბადრაგებს სექსუალურ ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და დეესკალაციის ოთახის ვიდეომასალას ავრცელებს.

სავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
TV პირველი

რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხესთან საპროტესტო აქციაა დაანონსებული - ნომერ მეექვსე საპატიმროსთან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატიმრის ოჯახის წევრები ზუსტად 12:00 საათზე აპირებენ შეკრებას.

გიორგი დავითაძის ახლობლები და ნათესავები ამ დრომდე ელოდებიან საქმის ობიექტურ გამოძიებას და მძიმე დანაშაულში მხილებული ბადრაგების პასუხისგებაში მიცემას.

მეექვსე პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს რუსთავში და 12:00 საათზე ძალიან გთხოვთ ყველას მოდით. და კიდევ ერთხელ პატიმრებს მივმართავ, გთხოვ ხმა ამოიღეთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრია ასეთი", 0- ამბობს გიორგი დავითაძის ცოლი, თამარ რამიშვილი.

აქედან მოგიწოდებთ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. ტრაპაიძე და მისი საშინელი ბადრაგები, რომმლებიც არიან მწამებლები, სასწრაფოდ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. მანამდე არ გავჩერდები, სანამ პასუხისგებაში არ დავინახავ ამ მოძალადეებს", - ამბობს დედა, ირმა დავითაძე.

რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 11
  1. ტაბულაოპოზიციურისიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  4. ალიაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  5. POSTVსამთავრობოპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
  6. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
  7. იმედინიუსისამთავრობოპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
  8. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
  9. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
  10. ტაბულაოპოზიციურიპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
  11. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
  12. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
  13. ალიაოპოზიციური10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
  14. ტაბულაოპოზიციური"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
  15. ალიაოპოზიციური“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
  16. რუსთავი 2სამთავრობოცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები