ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებას, თითქოს მას №6 დაწესებულებაში ბადრაგმა სექსუალური ძალადობა მიაყენა. უწყება ამტკიცებს, რომ ეს სრული სიცრუეა და მზადაა ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროოს.

პენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
პენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებსალია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

პენიტენციური ირწმუნება, რომ №6 დაწესებულებულებაში თანამშრომლების მხრიდან დავითაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას.

“ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება” – წერს ოენიტენციური გავრცელებულ განცხადებაში

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.