პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერმა აქციამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლა
პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. ადრე დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ბადრაგმა გააუპატიურა, რასაც პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს.

პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გრძელდება.
პატიმრის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მათ პირდაპირი ეთერი დაუთმონ.
თავდაპირველად პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან „საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ“ მსვლელობას მართავენ
- TV პირველიპროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს
- ნეტგაზეთიდავითაძის ოჯახმა პენიტენციურ სამსახურთან და საზმაუსთან აქცია გამართა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…