სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ვიდეოკადრებს. უწყება უარყოფს მსჯავრდებულის განცხადებას მასზე სექსუალური ძალადობის შესახებ და აცხადებს, რომ კადრების გამოქვეყნების მიზეზი საზოგადოების მაღალი ინტერესი და ოჯახის მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობაა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც, უწყების განცხადებით სრული სიცრუეა.
"აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება- დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.
კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულასიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
- რუსთავი 2"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ალიაპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
- POSTVპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
- ფორმულაპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
- იმედინიუსიპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
- ტაბულაპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
- ნეტგაზეთიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
- რადიო თავისუფლებარა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
- ალია10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
- ტაბულა"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
- ალია“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
- რუსთავი 2ცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
ციტატები სტატიიდან
„აქვე განვმარტავთ პროცედურას, როგორ ხდება მსჯავრდებულის განთავსება დეესკალაციის ოთახში. პენიტენციური დაწესებულების დებულებისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება- დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით. კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, როგორც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…