პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ ეს სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.

"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
რუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

16 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 12
  1. ტაბულაოპოზიციურისიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
  3. ალიაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  4. POSTVსამთავრობოპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
  5. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
  6. იმედინიუსისამთავრობოპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
  7. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
  8. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
  9. ტაბულაოპოზიციურიპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
  10. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
  11. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
  12. ალიაოპოზიციური10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
  13. ტაბულაოპოზიციური"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
  14. ალიაოპოზიციური“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
  15. რუსთავი 2სამთავრობოცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
  16. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პენიტენციური ამბობს, რომ პატიმრებმა ბადრაგს სცემეს - ახალი კადრები მე-6 დაწესებულებიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები