“დათვალიერებული კადრებით, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა” – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ მძიმე ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მათ მიერ დათვალიერებულ ვიდეოკადრებში არ დადასტურდა, თუმცა უწყება პროკურატურის გამოძიების მონიტორინგს აგრძელებს და საქმის სრულყოფილად შესწავლისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებას დეზინფორმაცია უწოდა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, გიორგი დავითაძის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობის დეტალები მათ მიერ დათვალიერებულ ვიდეოკადრებში არ დადასტურდა, თუმცა უწყება მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საჩივარი მხოლოდ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა გადამოწმდეს.
სახალხო დამცველის ცნობით, გიორგი დავითაძის ადვოკატმა ამ მძიმე ბრალდებაზე მათ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შეატყობინა.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.
პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულასიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს - პენიტენციური
- რადიო თავისუფლებაპატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“
- რუსთავი 2"ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება" - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
- ალიაპენიტენციური პასუხობს პატიმარ დავითაძის განცხადებას, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
- POSTVპენიტენციური სამსახური: “პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური
- ფორმულაპენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
- იმედინიუსიპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება ციხეში - პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
- რუსთავი 2სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
- ტაბულაპენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
- ნეტგაზეთიპენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს
- რადიო თავისუფლებარა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს
- ალია10 ბადრაგი და 1 პატიმარი – პენიტენციური ვიდეოს აქვეყნებს
- ტაბულა"ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე
- რუსთავი 2ცრუ ბრალდება, რომელსაც კადრები ამხელს - პენიტენციურმა სამსახურმა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებით უპასუხა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ მსჯავრდებული დავითაძე დეესკალაციის საკანში
- TV პირველისავარაუდო გაუპატიურება დეესკალაციის საკანში - რუსთავის ციხესთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
ციტატები სტატიიდან
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული. პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა. სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…