"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპარატმა შეისწავლა პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. სახალხო დამცველის თქმით, ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვიდეოჩანაწერებში ვერ ნახეს, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 36 წლის პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ ბადრაგებმა სამარტოო საკანში სექსუალურად იძალადეს.

სახლახო დამცველი ამბობს, რომ აპარატმა დეტალურად შეისწავლა იმ პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
"ბადრაგმა გამაუპატიურა" - პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში
ლევან იოსელიანის თქმით, ციხიდან გამოთხოვილი და ნანახია ვიდეო-ჩანაწერები. მისივე განცხადებით, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რაზეც პატიმარი გიორგი დავიტაძე უთითებდა, პროკურატურა დაწყებული აქვს გამოძიება.
ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი. მათ შორის მოვითხოვეთ მასალების დაარქივება და ვნახეთ ვიდეო-ჩანაწერები. ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რაიმე სახის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება", - აცხადებს ლევან იოსელიანი.
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლება"ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის...
- ფორმულაომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
- ტაბულაპატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
- იმედინიუსილევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
- ნეტგაზეთიძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ვნახეთ – ომბუდსმენი
- ფორმულასახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ნეტგაზეთივაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…