პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგიდან ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერები შეისწავლეს, თუმცა ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები ვერ ნახეს. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებები უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
ფორმულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელინი გამოეხმაურა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ლევან იოსელიანის თქმით, საკითხი დეტალურად შეისწავლეს და "ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს".

"ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - თქვა იოსელიანმა.

რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს. გიორგი დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას, "დეზინფორმაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ "ეს არის სრული სიცრუე და გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციური"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის...
  3. ტაბულაოპოზიციურიპატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
  4. იმედინიუსისამთავრობოლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ვნახეთ – ომბუდსმენი
  6. ფორმულაოპოზიციურისახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურივაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატიმარ დავითაძის ოჯახი პენიტენციურთან აქციას მართავს და ლევან იოსელიანს პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები