"ბადრაგმა გამაუპატიურა" - პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში
სააპელაციო სასამართლოს დარბაზში პატიმარმა შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისივე თქმით, მომხდარზე ვიდეოკადრები არსებობს და საქმეში რამდენიმე თანამონაწილეა. პროკურატურამ სასამართლოში დაადასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც მეექვსე პენიტენცირი დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა.
ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის - რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა - "მოტყ...ლს", "ქათამს", "დღეიდან ნახმარი ხარ", რომ მეძახიან". სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურე, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანი რომლემაც იხმარა", - ამბობს პატიმარი.
სკანდალური ჩვენების შემდეგ მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.