ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა და არასათანადო მოპყრობის მტკიცებულებები ვერ ნახეს. ბადრაგის მხრიდან სავარაუდო შეურაცხყოფისა და გინების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთიმედინიუსი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.

მისივე თქმით, მსჯავრდებული ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ [2025 წლის] 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ, როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის, ივნისში, კიდევ ერთხელ ისაუბრა სექსუალურ ხასიათის დანაშაულზე. ჩვენს მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იგივე პერიოდს მიუთითებდა, შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ [2025 წლის] 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ, როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის, ივნისში, კიდევ ერთხელ ისაუბრა სექსუალურ ხასიათის დანაშაულზე. ჩვენს მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იგივე პერიოდს მიუთითებდა, შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“
ლევან იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.