პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი

იუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს სწავლობს, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ომბუდსმენის აპარატი კი გამოძიების მონიტორინგს ახორციელებს.

ვაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი
ნეტგაზეთი

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

აპარატის განცხადებით, 2025 წლის 26 დეკემბერს მათ განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

„იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.

პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა“, – წერია განცხადებაში.

აპარატი აცხადებს, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივ შეატყობინეს პროკურატურას და მათი მიმართვის საფუძველზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.

აპარატი პროკურატურას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები:

„გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები“, – ამბობს ომბუდსმენი.

აპარატი ამბობს, რომ აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციური"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის...
  3. ფორმულაოპოზიციურიომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
  4. ტაბულაოპოზიციურიპატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
  5. იმედინიუსისამთავრობოლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ვნახეთ – ომბუდსმენი
  7. ფორმულაოპოზიციურისახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სახალხო დამცველის აპარატი – გიორგი დავითაძის ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები