ამ საქმეში მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გასცეს შეკითხვებს პასუხი – იოსელიანი დავითაძეზე
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განაცხადა, რომ აპარატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და დეკემბრის კადრებში დარღვევა ვერ იპოვა, თუმცა საქმეზე პროკურატურის გამოძიება გაიჭიმა და პასუხები უნდა გაიცეს.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და 2025 წლის 21-22 დეკემბრის კადრებში დარღვევა ვერ იპოვა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ მათი მანდატის მიღმა შეიძლება არსებობდეს დანაშაულის ნიშნები.
როგორც ის განმარტავს, გამოძიებისთვის მიმართეს პროკურატურას, გამოძიების პროცესი კი "სამწუხაროდ, ძალიან გაიჭიმა", რამაც საზოგადოებას კითხვები გაუჩინა, რომელსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.
მისი თქმით, უსამართლოა მისი და ომბუდსმენის აპარატის მიმართ გამოხატული კრიტიკა, რადგან "ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული", ოღონდ "არ გავაკეთეთ ერთი რამ, არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა" - ამბობს იოსელიანი.
"ბევრი ადამიანი არის ამ თემით შეწუხებული, ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენს მიმართ მოპყრობილი და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ უსამართლო ბრალდებას ვისმენთ იმ პირობებში, როდესაც დღეს ბევრმა პირველად გაიგო ბატონი დავითაძის გვარი, შარშან დეკემბრიდან ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ვილაპარაკოთ სიმართლე, არ შეიძლება ყველაფრით მანიპულირება, ყველაფრისთვის ინტერპრეტაციების მიცემა, ეს ისეთი საკითხებია, სადაც სიმართლის თქმაა გადამწყვეტი და მე იმიტომ ვარ ამ პოზიციაზე და იმიტომ ხშირად ვუქმნი ბევრ ადამიანს დისკომფორტს, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და ხშირად ეს არის ბევრისთვის მიუღებელი, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ ნარატივებს. სიმართლე არის შემდეგი:
როცა მან შემოიტანა ჩვენთან განაცხადა და მიუთითა გასული წლის არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ 26 დეკემბერს შევხვდით მას და იმავე დღეს ცხელი ხაზით მისივე გაჟღერებული ფაქტების შესახებ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, ამის შემდეგ მოვითხოვეთ ყველა ამ კადრის დაარქივება 2 დღის განმავლობაში, რაზეც ის მიუთითებდა, ამ ორი დღის მანძილზე რა კადრებიც იქნა დაარქივებული ყველაფერი შევისწავლეთ და ამის შემდეგ მას მისი ადვოკატის თანდასწრებთ განვუცხადეთ, რომ ამ კადრებში, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებდა, მის მიერ აღწერილი გარემოებები ჩვენ ვერ დავინახეთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ის გავრცელებული კადრები არ გამორიცხავს, რომ რაღაც დანაშაული შეიძლება ხდებოდეს იქ, რაც არ ჩანს, მაგალითად, მხარე მიუთითებდა რომ აგინებდნენ, იყო ღირსების შემლახავი რაღაც ქმედება, რომელიც ამ კადრებიდან პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ხომ შეიძლება დაშვების დონეზე ასეთ რამეს ჰქონოდა ადგილი და სწორედ, ესეც რომ გამორიცხული ყოფილიყო, მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ ამ ნაწილის, რასაც ჩვენ ვერ დავაიდენტიფიცირებდით და ვერ ვნახავდით, იმის გამოძიება.
ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რასაც დღეს საუბრობს ეს ადამიანი უთითებს ისევ იმ პერიოდს, რომელზეც ჩვენ შეფასება გავაკეთეთ, ის რაც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ იმის მიღმა გამოძიებას აქვს უამრავი ბერკეტი, რომ გამოიძიოს და თუ ამ დანაშაულს ჰქონდა ადგილი უნდა გამოძიებამ გასცეს პასუხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში, რომ გამოძიებამ გასცეს შეკითხვებს პასუხი. გამოძიება სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ რამდენი დროა გასული, ეს გამოძიება ძალიან გაიჭიმა. ეს გამოძიება, რომ ასე არ გაჭიმულიყო შეიძლება ადმენი კითხვაც არ დაგროვილიყო. გამოძიებამ უნდა დაასრულოს ეს პროცესი და გასცეს პასუხი რეალურად ყველა კითხვას, რაც ამ კადრებთან ან ამ კადრების მიღმა შეიძლება არსებობდეს" - განაცხადა იოსელიანმა.
შეიძლება, სადღაც იყო სირთულეები, თუმცა ვითარება ექვემდებარება კონტროლს - კობახიძე ციხეებზე
ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
სპეციალურიმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ რუსთავის გიორგი დავითაძემ "გაურკვეველი მცირე საგანი" გადაყლაპა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 3-4 ოქტომბერს მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და ის პატიმრები, რომლებიც "დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს" აპროტესტებდნენ.
მათი ინფორმაციით, მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პროტესტის ფორმა და უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
იოსელიანი დავითაძეზე: რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის
ციტატები სტატიიდან
„ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული“
„არ გავაკეთეთ ერთი რამ, არ ვიკადრეთ ტყუილის თქმა“
„ბევრი ადამიანი არის ამ თემით შეწუხებული, ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენს მიმართ მოპყრობილი და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ უსამართლო ბრალდებას ვისმენთ იმ პირობებში, როდესაც დღეს ბევრმა პირველად გაიგო ბატონი დავითაძის გვარი, შარშან დეკემბრიდან ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მისი უფლებები ყოფილიყო დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ვილაპარაკოთ სიმართლე, არ შეიძლება ყველაფრით მანიპულირება, ყველაფრისთვის ინტერპრეტაციების მიცემა, ეს ისეთი საკითხებია, სადაც სიმართლის თქმაა გადამწყვეტი და მე იმიტომ ვარ ამ პოზიციაზე და იმიტომ ხშირად ვუქმნი ბევრ ადამიანს დისკომფორტს, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს და ხშირად ეს არის ბევრისთვის მიუღებელი, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ ნარატივებს. სიმართლე არის შემდეგი: როცა მან შემოიტანა ჩვენთან განაცხადა და მიუთითა გასული წლის არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ 26 დეკემბერს შევხვდით მას და იმავე დღეს ცხელი ხაზით მისივე გაჟღერებული ფაქტების შესახებ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, ამის შემდეგ მოვითხოვეთ ყველა ამ კადრის დაარქივება 2 დღის განმავლობაში, რაზეც ის მიუთითებდა, ამ ორი დღის მანძილზე რა კადრებიც იქნა დაარქივებული ყველაფერი შევისწავლეთ და ამის შემდეგ მას მისი ადვოკატის თანდასწრებთ განვუცხადეთ, რომ ამ კადრებში, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებდა, მის მიერ აღწერილი გარემოებები ჩვენ ვერ დავინახეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო და ის გავრცელებული კადრები არ გამორიცხავს, რომ რაღაც დანაშაული შეიძლება ხდებოდეს იქ, რაც არ ჩანს, მაგალითად, მხარე მიუთითებდა რომ აგინებდნენ, იყო ღირსების შემლახავი რაღაც ქმედება, რომელიც ამ კადრებიდან პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ხომ შეიძლება დაშვების დონეზე ასეთ რამეს ჰქონოდა ადგილი და სწორედ, ესეც რომ გამორიცხული ყოფილიყო, მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ ამ ნაწილის, რასაც ჩვენ ვერ დავაიდენტიფიცირებდით და ვერ ვნახავდით, იმის გამოძიება. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რასაც დღეს საუბრობს ეს ადამიანი უთითებს ისევ იმ პერიოდს, რომელზეც ჩვენ შეფასება გავაკეთეთ, ის რაც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ იმის მიღმა გამოძიებას აქვს უამრავი ბერკეტი, რომ გამოიძიოს და თუ ამ დანაშაულს ჰქონდა ადგილი უნდა გამოძიებამ გასცეს პასუხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში, რომ გამოძიებამ გასცეს შეკითხვებს პასუხი. გამოძიება სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ რამდენი დროა გასული, ეს გამოძიება ძალიან გაიჭიმა. ეს გამოძიება, რომ ასე არ გაჭიმულიყო შეიძლება ადმენი კითხვაც არ დაგროვილიყო. გამოძიებამ უნდა დაასრულოს ეს პროცესი და გასცეს პასუხი რეალურად ყველა კითხვას, რაც ამ კადრებთან ან ამ კადრების მიღმა შეიძლება არსებობდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.