ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ვნახეთ – ომბუდსმენი
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე შეისწავლეს, თუმცა ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს. პატიმარი ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზეწოლის გამო სუიციდი სცადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა შემოწმებაზე უარი განაცხადა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისმა აპარატმა „დეტალურად“ შეისწავლა პატიმარ გიორგი დავითაძის საკითხი, რომელიც ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. იოსელიანი ამბობს, რომ „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება“ ვერ ნახეს.
მისივე განცხადებით, პატიმარი სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც უთითებდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მიმართეს და უწყებამ გამოძიება დაიწყო:
„ეს საკითხი ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის დაარქივებული. მოვითხოვეთ დაარქივება მასალების და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები… ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – ამბობს იოსელიანი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იყო.
მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ დღეს კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ პატიმარი 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. უწყების განცხადებით, საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“, – ამბობს პენიტენციური.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ ვიდეო მასალა სრული არაა და რომ მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
"ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის...
ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ვაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…