პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ - იოსელიანი
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლის შედეგად, ბადრაგების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს. თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის ბრალდება სიცრუედ შეоფასა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, მისმა აპარატმა შეისწავლა პატიმარ გიორგი დავითაძის საქმე, რომელიც ამბობს, რომ ბარდაგებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და გააუპატიურეს. იოსელიანის განცხადებით, მათ პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის "მტკიცებულება ვერ ნახეს".
"ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის, დაარქივებული მასალებიც მოვითხოვეთ და ვიდეოჩანაწერები ვნახეთ [...] არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ.
პატიმარი მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც უთითებდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მივმართეთ და გამოძიება დაიწყო". - თქვა იოსელიანმა.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა. მათ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებიც გაავრცელეს.
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია"პროკურატურამ გამოძიება დაიწყო" - იოსელიანის თქმით, შეისწავლეს პატიმრის საქმე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
"ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის...
ომბუდსმენი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ
ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ვნახეთ – ომბუდსმენი
სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ვაგრძელებთ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას – ომბუდსმენის აპარატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…