ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაპუაშვილი ბერაზე: არავინაა ვალდებული აიტანოს ცილისწამება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არავინ არის ვალდებული აიტანოს ცილისწამება, რადგან ცილისწამება და სიძულვილის ენა არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ცილს სწამებს და სიძულვილის ენას იყენებს.

პაპუაშვილი ბერაზე: არავინაა ვალდებული აიტანოს ცილისწამება
პაპუაშვილი ბერაზე: არავინაა ვალდებული აიტანოს ცილისწამებატაბულა

თავისთავად ასეც უნდა იყოს, არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება.

ჩვენ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის აბსოლუტური აცდენა, თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას.

კიდევ ერთხელ, ცილისწამება, სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი.

ამიტომ, ყველა, ვინც ცილს სწამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან, ცილისწამებაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჰიბრიდული კამპანიებისა იმისთვის, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.