შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის ადვოკატის სარჩელზე: ასეა კაცობრიობა აწყობილი - ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, პასუხი უნდა აგოს და უნდა ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების „მახინჯი გაგება“ უნდა დასრულდეს და ცილისწამებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, რითაც ის ბერა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის მკაფიო ზღვრის გავლება აუცილებელია.
"მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება ერთმანეთთან. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მეორე - ეს არის ცილისწამება. ცილისწამება არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით არსად. ასე რომ, ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც გინდა იმას ილაპარაკებს მედია, მათ შორის, ეს გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის. ხოლო, ცივილიზებულ ქვეყნებში ვინც ტყუილს ამბობს, ის ტყუილისთვის პასუხს აგებს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, ასე არის კაცობრიობა აწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და მან უნდა ამტკიცოს მისი ცილისწამების მართებულობა. შესაძლებლობა აქვს ახლა მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე ამბობდა ამას, რა მტკიცებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია ჰქონდა. ყველა რომ დავინახავთ, რომ არაფერი არ ჰქონია ხელში და ეს იყო უბრალოდ ფანტაზიორობა კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების, ესეც ხომ საბოლოო ჯამში აჩვენებს შემდეგ, თუ რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ბერა ივანიშვილის ადვოკატი, დავით ასათიანი, ბოლო პერიოდში, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც სინქრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან.
უფლებადამცველმა საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა - "TV პირველი" და "ფორმულა".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, პასუხი უნდა აგოს, ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, ასეა კაცობრიობა აწყობილი
შალვა პაპუაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს”
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება ერთმანეთთან. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მეორე - ეს არის ცილისწამება. ცილისწამება არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით არსად. ასე რომ, ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც გინდა იმას ილაპარაკებს მედია, მათ შორის, ეს გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის. ხოლო, ცივილიზებულ ქვეყნებში ვინც ტყუილს ამბობს, ის ტყუილისთვის პასუხს აგებს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, ასე არის კაცობრიობა აწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და მან უნდა ამტკიცოს მისი ცილისწამების მართებულობა. შესაძლებლობა აქვს ახლა მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე ამბობდა ამას, რა მტკიცებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია ჰქონდა. ყველა რომ დავინახავთ, რომ არაფერი არ ჰქონია ხელში და ეს იყო უბრალოდ ფანტაზიორობა კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების, ესეც ხომ საბოლოო ჯამში აჩვენებს შემდეგ, თუ რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…